საახალწლო თოკი


ლაპლანდიაში,
სადაც ცხოვრობს სანტა კლაუსი,
სადაც ეცინებათ
თოვლის ბაბუის ხსენებაზეც კი,
მე მივალ ციგით,
მარხილში შებმული ირმებით,
სანტა კლაუსს და მის ელფებს
ნამდვილ საჩუქრებს გადავცემ
თოვლის ბაბუისგან,
და მერე,
ტკბილეულობით და მხიარულებით
დაწნულ მსხვილ თოკზე
თავს ჩამოვიხრჩობ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი