Დედოფალი და კონკურბინე


Გარეთ რომ გავიდა ჯერ კიდევ ბინდი იწვა ქუჩებში...
Აქა-იქ მიმობნეული ლამპიონები ანათებდნენ ჯერ კიდევ მძინარე, ბინდგაუტეხელ დილას... 
Არ იცოდა როგორ დასრულდებოდა დღე, რომელიც საომარ ველს  უფრო ჰგავდა ვიდრე სიმშვიდეს, თუმცა ცხოვრება ხომ თავად იყო ომი, სადაც კარგი მეომარი თუ იყავი შანსი უფრო მეტი გქონდა მოგების, თუმცა ომშიც ტაქტიანი სვლა და მერე გამართლება იყო საჭირო... 
-Ჰო, ჯერ კიდევ არ დაწყებული ბრძოლის ველზე ისეთი თავდაჯერებით მიიწევდა რომ ზუსტად იცოდა უნდა მოეგო... 
-ამ ცხოვრებაში Რწმენას დიდი მნიშვნელობა აქვს შვილო, - გაახსენდა დედის სიტყვები და გზა გააგრძელა...
Ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ ბნელ ქუჩაში გაიყვანეს ცხოვრების ჯადოქრებმა და მერე სიბნელეს დაუტოვეს მისი სული დილის საუზმედ...
Უცნაურად უკრთოდა მთელი სხეული, თითქოს'და რაღაცას წინასწარმეტყველებდა, თითქოს'და იცოდა რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო და არა სხვაგვარად....
Მაგრამ იმ დილას როცა ქუჩას შეერია ვეღარ გაეგო "კონკუბინე" იყო თუ ცხოვრების დედოფალი...
Თუმცა ისიც იცოდა რომ თვით კონკუბინეც შეიძლებოდა ქცეულიყო სასახლის დედოფლად, უბრალოდ მისი ცხოვრების კარტი უნდა გაეშალა და მერე ისე აელაგებინა რომ მწვერვალთან მისულს უკან დაბრუნება არ ნდომოდა არასდროს...
Საშინლად ცივი ყინულივით ჰაერი სცემდა სახეში და უყვარდა ცხოვრება, ხარბი კაცივით ისრუტავდა ჰაერს და ოცნებას სულ სხვა იერით იწყებდა...
Კარი რომ შეაღო და ზღურბლს გადააბიჯა, ჯერ კიდევ არ ეგონა თუ უკვე მიზანთან იყო მისული...
-სადაზღვევო ბარათი თუ შეიძლება, - მიმართა მიმღებში მჯომმა ქალბატონმა...
-ინებეთ, - უთხრა მთელი სიფრთხილით  საკუთარი ცხოვრება გაუწოდა...
Ხელები უკანკალებდა... 
-გვარი?
-გვარი? - კითხვა დაუბრუნა  ქალბატონს და ხელისგულს დახედა, თითქოს'და აღარ იცოდა ვინ იყო... 
-თქვენი გვარი მადამ თუ შეიძლება? - კითხვა გაიმეორა ქალბატონმა მრისხანე ტონით და პასუხისკენ მიუთითა გოგონას. 
-ამანტე, - უთხრა და თვალებში ისე ჩახედა მიმღებში მჯდომ ქალბატონს თითქოს'და მის ცხოვრებას სდებდა სასწორზე... 
-მიზანი? 
-გამარჯვება, - უპასუხა მტკიცედ და მერე ისევ თვალებში ჩახედა. 
-მიბრძანდით, - უთხრა კმაყოფილებით სავსე ქალბატონმა და საშვი გაუწოდა. 
Მიხვდა პირველი გამოცდა ჩაბარებული ჰქონდა ცხოვრების და უცნაურად გაიღიმა. 
Მოსაცდელში რომ შევიდა ზუსტად იცოდა ერთი რამ, რომ თვით "კონკუბინეც" შეიძლებოდა ქცეულიყო დედოფლად,უბრალოდ კარტი უნდა გაეშალა ცხოვრების. 

Ნატა ლეონე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი