საქანელა
ჩემი ოცნებების საქანელა- შორით გაფრენილი მერცხალი, მახსოვს ღრუბლებისკენ გაქანება, წლებს რომ იმედებით ვვერცხლავდი. სხივად ჩამოსული ათინათი, სურვილად ქცეული დიდობა, ცხოვრების რომ იდგა განთიადი, მე თურმე შუადღე მინდოდა. ფრთებად ამოსული ოცნებანი, ღამე ლაჟვარდისფრად სათევი, ბავშვობა-სათუთი პორცელანი, დედის თვალებივით ნათელი. წლები-გადახდილი მონეტები, მტვრით გადაფარული ზრახვები, ახლა სინანულის სონეტები- ბავშვი აღარასდროს გავხდები. ჩემი ოცნებების საქანელა, ცისკენ გაფრენილი მტრედები, უკვე მოვასწარი დაქალება, თუმცა შუადღეს არ ვნებდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი