სევდისფერი გოგონა
შენი ზმანება წამოაგო მზემ შუბის წვერზე და გამიყარა გულში, როგორც ძაფი-მახათში, ეს მერამდენედ მომელანდე წარსულის ფსკერზე, ეს მერამდენედ შემეშალა ხატი-ნახატში... შემომეხვია უშენობის შავი რვაფეხა, მკერდში ჩამასო ალესილი, ბასრი საცეცი, შენს მერე წლებმა იარა და წელში გამტეხა, როგორც მთიბავმა თიბათვეში-ყანა საცელი. არ მოგინატრებ, აღარა მწამს შენი სახელი, არც გაგიხსენებ, ფარდას ვუშვებ, ჩავაქრე რამპა, მოვიდა ჟამი უშენობის წესის აგების, ხვალ სხვა გიამბობს სევდისფერი გოგონას ამბავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი