Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_kioa7r4vnchgeh2f7ae3kc4036, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
სიყვარული უდაბნოში - ნათია ღვინიაშვილი | პოეზია

სიყვარული უდაბნოში


დღეს აღარ სდუმან პირამიდები,
ვუსმენ გოლიათ ლოდების ღაღადს
და ვგრძნობ, თანდათან გინაპირდები,
ვერ გაპატიებ ლექსებთან ღალატს.
ხმაურობს ქვიშა უდაბნოს ქარში,
მდუმარე სფინქსი ყვირის:-არ გინდა!
მე მაინც შევალ მოლურჯო ზღვაში,
თუნდ შემეყაროს გზაზე ქარიბდა.
პირამიდებზე დავტოვებ ჩემს კვალს
ვერამოსახსნელ იეროგლიფით,
შენ გააგრძელებ ლექსებით ჩემს კვლას
და სულს ამომხდი პიანოს რიტმით.
საუკუნეებს დარჩება მძევლად
ჩემი სახება, ვით-ნეფერტიტის,
შენი ლექსებით მაქციე მხევლად
პოეზიისა და მეფე-რითმის.
არ მსურს, შეგინდო უსაზღვრო ნიჭი,
ცივი ვარ, მსგავსად მარმარილოსი,
შენგან მივდივარ და თუმცა მიჭირს,
აღმა არ ავა აღარც ნილოსი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი