მიყვარხარ!
ცისფერი ღრუბელი მაცვია სამოსად, სიცოცხლის წვეთებად ვეფრქვევი ყვავილებს, მე შენში ვპოულობ კერპსა და სალოცავს, არაფრით არ ვგავართ მე და შენ სხვა წყვილებს. მიყვარხარ ხალასი გრძნობების სიწრფელით, მე-წვიმის ასული, შენ-ჩემი ცის კიდე, არასდროს მკმაროდა ტრფობაში მცირედი და სული ამურის ღვთაებას მივყიდე. მიყვარხარ ნიავის ყველა წამოქროლვით, მიყვარხარ ვარსკვლავთა ღამეულ ლაციცში, გინატრებ სიტყვების ძილში წამოსროლით, მაგ სულის ტკივილებს მზეებში გაგიცვლი. ცისფერი ღრუბლისგან გამოჭრილ საკაბეს ჩავიცვამ ქორწილში და მოვალ წვიმებად, მიყვარხარ, ჩემს გრძნობას სახადად გადაგდებ და შენთვის ვიშვები ზეციურ იმედად!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი