უშენობის რექვიემი


ჩამოატყდა ოცნების კოშკს ქონგურები,
უშენობას დასტირიან ტირიფები,
აღარა მწამს შენი უკან მობრუნების,
გულსაკლავად მარტოსული ტირის ხემი.
სულში დამრჩა უნუგეშო ნაპრალები,
შენი წასვლით ბოლომდე ვსვი სამსალა,
გაიჩეხა ჩემში გრძნობის ნაკრძალები
და თვალები მაინც ობოლ ნამს მალავს.
თავთან მიდევს შენი ლექსი-განაჩენი,
ჩემგან წასვლით, შეუერთდი უკუნეთს,
და ეს წასვლა ბრალი არის განა-შენი,
ვერ გიშველე ლექსებით მთვრალს, უკურნელს...
ჩამოატყდა ოცნების კოშკს ქონგურები,
ჩემს ზეცაზე უშენობა ღრუბლად წევს,
კარს მიმტვრევენ ღამ-ღამობით მომხვდურები,
აღარავინ არ მიტოვებს ზღურბლთან მზეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი