ჩემი ლექსები


ჩემი ლექსები აღარ ჰგვანან თოვლიან დღეებს,
ჩემი ლექსები გველის მსგავსად იცვლიან პერანგს,
აღარ უფრთხიან ძველებურად გოლიათ დევებს
და სულ სხვა ძალით მიაფრენენ იღბლიან მერანს.
ჩემი ლექსები ჩამოვქენი ცვილის სანთლებად,
მწყურვალებს წყალად ვუქციე და ისე შევასვი,
მაგრამ ვინც ნდობა გაიხადა ფეხით სათელად,
სიტყვის ქუხილით დავატეხე რისხვა ევასი.
ჩემი ლექსები გამოვჭედე ურვა-ვარამში,
თავს გადახდენილს ზოგჯერ მითიც შემოვაშველე,
ბევრისთვის სხივად ანთებულან თურმე წკვარამში
და პოეზიით ზოგ სულს ზღუდე შემოვაშენე.
ჩემი ლექსები ახლა უკვე სხვაგვარად ფრენენ,
გაუბედავად არ იჭრიან ფრთებს თავის ხელით
და როცა მათზე უცნობებიც კი ქებით წერენ,
ვფიქრობ, რომ ღირდა დაბადება პოეტის ხვედრით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი