***სექტემბრის ღამე...
სექტემბრის ღამე ტანზე მადნება, ცა ახამხამებს ქარვისფერ თვალებს, შენზე ფიქრები სიზმრებს დანებდა, დარდისგან წელში იხრება მთვარე. მტკვარში ბანაობს ჩვენი წარსული და მოგონებებს აშრობს ხიდებზე, თითქოს, ხალიჩა ეგოს სპარსული, ჩამოფენილან წლები კიბეზე. შემოდგომური ნოტები თრთიან, წვიმა და ქარი ჰქმნიან სინქრონებს, ღამე ეწევა ლექსების თრიაქს და შიშველ სულზე მაცვამს სტრიქონებს. მიყვარდი, მსურდი გრძნობებით მწველით, სანამ გვიმტრობდა ბედი-ავსული, სექტემბრის ღამე ვერაფერს შველის, მტკვარში იხრჩობა ჩვენი წარსული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი