ესმერალდა


თმაჩამოშლილი, ფეხშიშველი მოდის ქალღმერთი,
ლამაზ თვალებში ანთებია ბოშური ცეცხლი,
,,-შეჩერდი, აქეთ უფსკრულია, ნაბიჯი ერთი
და სიყვარულის ალისაგან დარჩები ფერფლი!
ნუ როკავ ასე ჟინიანად, ნუ აჩენ მკლავებს,
შენისთანები გაუწირავს ღმერთსაც და კაცსაც?
იცოდე სულაც არ ნანობენ, როდესაც ჰკლავენ,
შენებრ მშვენიერ და უცოდველ პატარა კრავსაც.“
...არ გამიგონე, შეეწირე მაინც ზვარაკად,
ალბათ, ამხელა სიყვარულის ასე გემართა,
დრო წარიხოცავს შენს ნაკვალევს დიად ნოტრ-დამთან,
შენ კი ჯიუტად ჩამოივლი კვლავ, ესმერალდა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი