მიმოზები


წლები რომ ჩაივლის გზებზე, თუ შარაზე
და შემიყვარდება ფერი მიმოზების,
მაშინ იცოდეთ, რომ იებს ვუღალატე,
ახლა ოქროსფერი კაბით ვიმოსები.
როცა არ ვიცინებ ხალასი კისკისით,
თვალებში ჩავამწყვდევ ეშმაკურ ციმციმებს,
იცოდეთ, რომ გულში ჩავახშე კივილი
და აღარ ვნატრობდი მენახა ცის კიდე.
თუ არ შემეძლება ლექსებით გამხელა,
ჩემი სიყვარულის, ქალური ეჭვების,
თუ არ მეყვარება მზის თვალის ახელა,
ანდაც ზღვაში სროლა პატარა კენჭების...
იცოდეთ, აღარ ვარ, თქვენ ვისაც იცნობდით,
ჩემს ბაღში ვახარებ მზისფერა მიმოზებს,
მე ის ვარ, ვინც გულებს ღიმილით გითბობდით,
დღეს უკვე სარკის წინ სიბერეს ვიზომებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი