სხვა ქალი
ვფიქრობდი...არა, კი არ ვფიქრობდი, მივსდევდი ფიქრის აწყვეტილ რემას, ისე გარბოდნენ სხვადასხვა მხარეს, თითქოს, გაექცნენ მათრახით გვემას. მიჰქროდნენ გონის წამრთმევ სიჩქარით, ფიქრები-ჩემი სულის ტყვეები და მიელტვოდნენ თავისუფლებას, ჩეხეს რიდის და კრძალვის ტყეები. გაინავარდეს მზიან ტრამალზე, გამოარღვიეს ყველა ჯებირი, ფიქრებით უკვე ავიჭერ ცაში, ნაზად მარწევდა ლურჯი ზეფირი. გონების მიღმა დავკარგე ყველა შეგრძნება დროის, შეგრძნება სივრცის, ფიქრს თუ ავყევი და გადავედი ნაპირზე, სადაც გრძნობები იწვის... მაშინ მშვიდობით, მორცხვობავ, კდემავ, უარი ვერ ვთქვი სიამის ზღვაზე, მე ახლა უკვე პოეტი არ ვარ, მე ქალი ვარ და ვაბიჯებ ზღვარზე. ლექსებგახდილი ჩემი სულიდან, ფიქრი მოღელავს დედიშობილა და მე ვიგრძენი, რომ სულ სხვა ქალი ცბიერ ღიმილით ჩემში შობილა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი