ყვავილ-ქალი
ყვავილ-ქალი ჩემი მარტოობა სათუთია, ნაზად გამოთლილი ლერწმისგან, ჩემი მარტოობის ყვავილები შენი თვალების ფერს ერწყმიან. არა, მე არ ვდარდობ, მხოლოდ გელი, თმები გადამექცა სოსანად, ვიცი, ოდეს მოხვალ და სულს დამიმშვიდებს შენგან მოსმენილი ,,ოსანა". ჩემი მარტოობა მივაძინე, კალთაში ვარწიე ბავშვივით, თითებზე ავინთე სანთლები და მარტის წვიმებივით გავხშირდი. თვალები იებად ამიყვავდა და დავუმეგობრდი იელებს, ღამის მნათობივით სიბნელეში ღრუბლების მიღმიდან ვიელვებ. ყველგან მოვეფინე მოლოდინად, ტაძარში დავეცი ქადაგად, იქნება, ლოცვებში ამოიხსნას ჩემი მარტოობის ქარაგმა?! არა, მე არ ვდარდობ, ვაგემოვნებ ჩემი მარტოობის ულუფებს, კითხვებით თვალებში შემოგცქერი, დავეძებ, უფალი თუ სუფევს... ჩემი მარტოობა შემეჩვია, ნაზი მარწუხებით მეფერა, გელოდე, სანამ მეც ქალი მერქვა, მერე ყვავილობა მეწერა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი