მე გადავწყვიტე...
მე გადავწყვიტე შენი ცდუნება, ასე, უბრალოდ, მოგინადირე, მოველ, ავრიე შენი კარტები, შენს სავანეში მოვინაპირე. გავშალე ლურჯი გრძნობის ფარდაგი, ზედ ამოვქარგე ჩემი სახელი, დიდხანს ველოდი, ბოლოს გაიღო საჩემოდ შენი გულის სარკმელი. მეც მაგ სითბოში მოვიკალათე, ბინადარი ვარ დღეიდან მისი, ვერ ამომიგლეჯ მკერდიდან რადგან ბოლომდე გასვი ტრფობის სასმისი. ავლესე ხიბლის ყველა მახვილი, ჩემ გარდა ვერვის ვეღარა ხედავ, მე მხოლოდ ასე მწამს სიყვარული და მხოლოდ ასე დავრჩები შენად. მე გადავწყვიტე შენი ცდუნება, მიყვარს, როდესაც ჩემს ნებას ჰყვები, ამ ცდუნებისას შემომიყვარდი, აღარ მადარდებს შენს იქით სხვები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი