ვარსკვლავ-ქალები
ნეტავ, რა ტკივილებს ატარებენ ქალები, რომელთაც არ სძინავთ... ალბათ, უყურებენ სანამ სხივებს ზეცა ვარსკვლავებად აკინძავს... დუმილი გაცრეცავს ბინდის ფარდას, მათ დარდებს ვერავინ გაიგებს, ქალები, რომლებიც ალიონზე ღამეს შესწირავენ ტარიგებს. ნეტავ, რა აწუხებთ ასეთ ქალებს, რა ფიქრ-საზრუნავი აშლიათ?! სახეს დამჩნეული მზის ფერები, ღამის შუქ-ჩრდილებით წაშლიათ. იქნებ, შეეფიცნენ მთვარეს ვერცხლით, შავ სევდის მიზეზებს უმხელენ, და თუ მთვარესაც აქვს ტკივილები, ქალები იარებს უხვევენ... იქნებ, სიყვარული გასწყვეტიათ, როგორც-სამაჯური ძოწების, იქნებ, სადედოფლო კაბისაგან, შერჩათ ღამისფერი ძონძები?! ნეტავ, არ გავიგო რას დარდობენ, ქალები, რომლებსაც არ სძინავთ, სანამ მოციაგე ამალაში მთვარე მეც ვარსკვლავად ამკინძავს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი