სიყვარულის სახელით
ყოველდღე ვაგროვებ ჩემში შენს ნარჩენებს, ნატვრის ხეს შევხსენი ფერადი თასმები, აღარ მსურს არარა, რაც შენს თავს მახსენებს, ძირგაბზარულია ტრფიალის თასები. ვაგროვებ დღეებში გაფანტულ წამ-წუთებს, თავს ვუყრი, არ დამრჩეს შენგან არც მისხალი, ბოლოს ერთ ღამესაც ტირილში გავუთევ და როგორც დადგება რიჟრაჟი, სისხამი, ყველაფერს მივანდობ წარსულის ზარდახშას, ზემოდან დავაწერ:-მშვიდობით, გივიწყებ... არვის გავაგონებ ტკივილის ზარს და ხმას, ახალი გზებისკენ უშენოდ მივიწევ. ...და აი, შევკარი დღეები კონებად, ავწონე, რაც დამრჩა, ათასჯერ დავთვალე, მხოლოდ ის ყოფილა ნამდვილი ქონება, რაც სულს სიყვარულის სახელით აწვალებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი