როგორ მომენატრა...
როგორ მომენატრა ჩვენი გაზაფხული, ოცნების ნაპირზე როცა მზერა მკიდე, ჩემი სიმორცხვე და სახე-ალაკრული, სურვილი-ელოცათ ჩვენთვის სერაფიმებს. შენამდე მოსული ჩემი წერილებით გამწყრალი რამდენჯერ ბედთან შეგარიგე, იყო კავშირიც და იყო წერტილებიც, თუმც ჩემი ლექსებით სული შეგარჩინე. არ მოაქვთ სიმშვიდე წვიმისფერ სტრიქონებს, სინორჩეს ვურიგებ სულ სხვა მზე-აპრილებს, არ ვუსმენ ლექსის და წვიმების სინქრონებს, მოველი, მაჩუქებ დღეებს შენაპირებს. თავიდან დავიწყოთ ათვლა გაზაფხულის, ჩვენი შეხვედრის დღეს კვლავაც მე ავირჩევ, როგორ მომენატრა შენგან დანახული, ჩემში ხორცშესხმული თეთრი ბეატრიჩე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი