ჩემი სიყვარული
ჩემი სიყვარული შენი არსებობის რეფრენია, ჩემგან ნაკოცნ თვალებს მონატრებისფერი შერჩენია, სათუთი ლექსები შენს გულს ბარტყებივით შეფრენიან, შენს თმებს ვერცხლისფერი წლების მდუმარება შესჩენია. ჩემი სიყვარული შენი არსებობის რეფრენია და გიმეორდები, როგორც შეჩვეული დეპრესია, სულის კვამლისაგან შენი ოცნებებიც შეფერილან, შიგნიდან ინგრევი, როგორც უპატრონო ეკლესია... ჩემი სიყვარული შენი არსებობის რეფრენია, ჩემი სიყვარული შენი სულისათვის ზეცამდე ფრთებია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი