ვეჩვევი უშენობას
ნელ-ნელა მაგუებ უშენობას და დოზას დღითი-დღე მიმატებ, ძარღვებში მაპარებ მარტოობას, ერთხელაც სულ აღარ გინატრებ. თანდათან ეცვლებათ დღეებს ნირი, ტკივილი იქცევა ფერფლებად, ჩემი უშენობის პალიტრაზე სევდა დაიღვრება ფერებად. არა, არ გინატრებ...გაგიხსენებ, თუ როგორ მაჩვევდი სიჩუმეს, როგორ წამიერად აკლდებოდი ჩემი არსებობის სიმრუმეს. შენი აღარყოფნა შემაპარე, როგორც ძილის მწარე წამალი, ვიცი, შენი ხსნაა ჩემგან წასვლა, გაიყო საერთო სავალი... ისე ჩემი გახდა უშენობა, რომ სისხლში გამიჯდა წვეთებად, უკვე აღარ მტკივა მარტოობის შენს აღარყოფნასთან კვეთება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი