დაჭრილი მტრედი
დაჭრილ მტრედივით შეგიფარე გულის ბუდეში, მოვესალბუნე სიყვარულით გრძნობებს ნახანძრალს, შენი თვალები დაცურავდნენ სევდის გუბეში, ხელებს გითბობდი მარტოობის სუსხისგან დამძრალს. გადაგითოვლე დამალული სულის სარკმელი, სითბო მოვიდა სიყვარულის გრძელი ბილიკით, მზით ამოგივსე ცივი გულის ყველა სარქველი, შუბლზე ნაოჭი წაგიშალე ლაღი მიმიკით. დავისაკუთრე შენი მზერის ყოველი სხივი, ჯილდოდ გიძღვენი ჩემი თავი წრფელი, უმანკო, გადავითვალე ერთად ყოფნის ღამეთა მძივი და არ ვაპირებ სიტკბოება მათი უარვყო. დაჭრილ მტრედივით შეგიფარე მკერდის წიაღში, მოგეცი ფრთები ხელმეორედ დასაბადებლად, შენ გამიფრინდი, მე დამტოვე გულში იარით, დამრჩი ბედნიერ ღიმილად და თან-სანანებლად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი