...და იქმნა ქალი
მოვდიოდი, ძნელი გზებით მოვდიოდი, ვერსად ვპოვე საოცნებო ელდორადო, მეგონა, რომ ჩემთვის კრთოდა ორიონი, მაგრამ თურმე ტკივილების მელოდა დრო... მე ვიყავი დაკარგული სამოთხიდან, მერე გავხდი აიეტის ასულიც, ჩემგან ეშმამ ანგელოზი გამოხიზნა და შემოვრჩი მითებს, როგორც-ავსული. დავიბადე ეგვიპტეში ხეოფსისა, სისხლით მოვრწყე კლეოპატრას სასახლე, კეისარს რომ ვერ მივაგე კეისრისა, გავერიდე ფარაონთა სანახებს. ფეხშიშველი გამოვიქეც ჰარემიდან, ათას ღამეს კიდევ ერთხელ გავათევ, მე ვიყავი შეჰრეზადას ზღაპრებიდან, შაჰრიარის სასთუმალიც გავათბე. მერე წლებმა ტიგროსივით ჩაიარა, ყველა ქალის ბედი ჩემზე ვიწვნიე, საძირკველში ბევრი ცრემლი ჩაიყარა და აშენდა ჩემში ქალის სიწმინდე. ისევ შემრჩა ოცნებები ასაგები, შევეჩვიე წუთისოფლის სიმოკლეს, თუ ოდესმე, როგორც ქალი, დავმთავრდები, სხვა არაფრად არ ვისურვებ სიცოცხლეს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი