Mon amour
პარიზი. სენა. სიყვარული ფრანგული ცის ქვეშ, ამონარიდი ცხოვრებიდან, როგორც მირაჟი, კაფეს ტერასზე მზე აგროვებს გაფანტულ სხივებს, ჩვენი წარსული ირეკლება ძვირფას ვიტრაჟში. ვიხსენებ, შენი არომატი ჰგავდა Le Noir-ს, მკრთალ შუქს აფრქვევდა ოთახიდან ძველი ტორშერი, (თითქოს, მოესვა თავის ფუნჯი მოხუც რენუარს,) და შენ გათრობდა ვნებიანად თქმული mon chéri. იყო დღეები ბობოქარი, ვით-,,მულენ რუჟი", გავუნაპირდით, გავერიდეთ ყოფას მიწიერს, მერე ფრანგულ ცას მოერია ღრუბლები რუხი, ჩამოიფერფლა და ცოდვებმა ერთად გვიწიეს. აღარ რეკავდა ნოტრ-დამიდან ჰიუგოს მნათე, პარიზულ წვიმას არ მჩუქნიდი ხელისგულებით, ჩვენი რომანი დაიღალა ამ ძნელად სათმენ მარადიული სევდის ჩუმი ხელისუფლებით. შორს დარჩა წლები სიყვარულის, ოქროცურვილი, ...და მონატრებაც დაემსგავსა კაფეს მონმარტრულს, დიდხანს გატარე, სანუკვარი, როგორც-სურვილი, მერე კი სენას ავედევნე ტალღად, mon amour!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი