ჩემი მყოფადობაც, ზეცაც- შენამდეა..


ახლა ამაოა ყველა შეგონებაც,
ამოუოხვრელად ვერ ძლებს ორთქლმავალი,
მთვარეც ისეთია, ღმერთთან გეგონება
ჩუმად შეკრული და შენკენ მომავალი,

ქარი ჯანდაბას და დროც კი ორპირია,
ზღვა რომ ზღვაა, ისიც მესვრის ხმის ზვირთებით,
არა, მე არ ვიცი როდის მომივლიან,
როდის გამაღვიძებს ლექსი მითითებით.

ახლა გამთენიის სინქრონს ვეჭიდები,
ვცვლი და ვერც ვერაფერს ვერ ვცვლი აღსარებით,
სხვას რომ ხელებს უთბობ, იმ დროს მე გჭირდები,
როგორც ტირილის დროს: ერთი დასალევი..

მე ვარ მიწისკენ და ცისკენ ვერსალია,
რაკი მიწასთან ვარ, აქვე შეგიყვარებ,
ვიღაც უსათუოდ ისევ მესამეა,
თოკზე წვიმის წვეთად თავს ვერ შევიკავებ.
ქარი ფურცლებივით მკეცავს მე- დარდიანს
ისევ გავამართლებ, თუ ღმერთს ვამართლებდი,
ჩემი მყოფადობაც, ზეცაც შენამდეა, 
მერე აღარ არის უკვე არაფერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი