ყველა იმედი მაპატიე ღმერთო, ბავშვური..
ყველა იმედი მაპატიე ღმერთო, ბავშვური, ვიმეორებდი, ვისწავლეო დროის მართვა და ცაზე ეს მთვარე ბევრ ვარსკვლავებს მზეს რომ აშურებს, სხივების ჩუმი უკვდავობა მგონი დამთავრდა. ვუსმენთ გონებას და ხან ვუფრთხით რასაც გვკარნახობს, მთებს შორის დამზრალ სიმარტოვეს ნისლი ამთელებს, ან როგორ შევძლებთ გულის კარი აღარ გავაღოთ, ვერ მოვუფრთხილდით ვერც პატარა ციცინათელებს და კვლავ ტრიალებს სიზმრებივით წლების ჩარდახი, ვიღაც მოდის რომ გაგრძნობინოს: ისევ მარტო ხარ, ვიღაც მოდის რომ რა სუსტი ხარ შენით განახოს, ითხოვ ძალას და შესთხოვ შენ თავს, ისმენ სათხოვარს. ყველა იმედი მაპატიე ღმერთო, ბავშვური, ზეცის ნაცვლად რომ მიწის გულზე ჩნდება ყვავილად, რადგანაც მე ჩემ გამძლეობას ძველ დროს ვაშურებ, მტანჯეს, მაწამეს და რწმენისთვის ვერ გადავღლილვარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ჩემო გოგო .