დედამიწა ისე დავღალეთ..
და ჩვენ გადავრჩით, ისევ ისე განვაგრძეთ ლანძღვა, ვისვრით ბნელ სიტყვებს ნათელში და ვკოცნით იუდას, როცა მეგობრებს ქვების სროლის გადავდეთ განცდად, სურვილი, ღმერთიც სხვის საცქერად ჩოქვით მიბრუნდა. ზურგს უკან დანას ერთმანეთთან ვაბარებთ სალამს, ვფიქრობთ სასჯელი არ მოჰყვება ცოდვის ნაპირებს, ხან ერზე მეტად სამწუხაროდ გვადარდებს სხვა რამ: თინიკოს გოგო გათხოვებას როდის აპირებს.. (?!) და მაინც გვაკრთობს ხან სიკვდილი- როგორც ქვემეხი, ვტუქსავთ ცალხელა დედამიწას, ნეკნებამოჩრილს, ჩხუბისგან ძალაგამოცლილნი ბოლოს ვჩერდებით, რამდენი ცა და ცისარტყელა ჩვენვე გამოგვრჩა. ხანდახან ვფიქრობთ, ყველაფერი ირგვლივ- ფარსია და ჩვენი გული- აქეთ სამცხე, იქით- ყაბარდო, ვერ გარკვეულა, ეროვნებას იცვლის, ხასიათს და ყველა ღმერთსაც ხან ვნებიან ფიქრით ღალატობს. განა ყველა ვინც შეიცვალა ავაზაკია? ყველა თავისთვის ერეკება დღეთა სამყოფელს, ეს ლექსიც ახლა მომთაბარეს ჰგავდა ბარგიანს, მოკიდებული გულით სვლას რომ ვეღარ ატყობენ. ყველა ახსნას და პატიებას სიზმრებს ვავალებთ, ვესვრით ავხორცულ გამოხედვას მედგრად სახეში, მთავარი არის- დედამიწა ისე დავღალეთ, თავისი ხელით გამოგვკეტა ყველა სახლებში. ერთმანეთისკენ რა გაგვიხსნის ყველა კარიბჭეს? ვდუმვართ ერთად და უცნაურად მაინც მარტო- შინ, თუ დავფიქრდებით, რომ სჭირდებათ შველა ნაბიჯებს, მერე მივხვდებით, რა მისიით გავჩნდით ამ დროში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი