ჩემი მარტოობა- შენი მეტოქეა...


შენი მეტოქეა ჩემი მარტოობა,
ყველა სხვა მეტოქეს მალე მოიშორებ,
შენ ხომ შეიძლება მარტო დამტოვო და
მხოლოდ მარტოობით სავსე მოგიგონებ.
მაგრამ გამოგლიჯო ჩემი არსებობა
ეს ხომ იგივეა
წლებში გაირბინო,
რადგან მარტოობა ჩვენი მსგავსებაა-
იქნებ ორივესი
შვებით დაითმინო...                                                             
                  
იქნებ მარტოობის კალთას შეფარებულს-
გსურს რომ იცავდე და უფრო შემაყვარო,
მაგრამ მარტოობა არ ჰგავს შეყვარებულს,
ცდილობს მომავალი უცხომ შემაკავოს.  

შენი მარტოობა უფრო მარტივია,
ერთ დღეს გამოძებნი ვისაც შეიფერებ,
მე კი მარტოობა უფრო მარტივით მაქვს,
რადგან შეფერებას
სხვისას ვერ ვიჩერებ. 
ჩემი მარტოობა არის თავგანწირვა,
ჩვენი სიყვარული ასე ერთი არის,
მე შენ სიჩუმეში
მაინც არ გაგწირავ,
რომ შენს ხმაურშიც კი გავხდე მე მთლიანი.
ჩემი მარტოობა უნდა დაამარცხო,
უნდა შეგიყვარო,
ძველი მეთოდია,
თორემ სხვასთან მყოფებს 
სულ მთლად რა აგვაწყობს?
ჩემი მარტოობა შენი მეტოქეა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი