ჟამთასვლა სიყვარულში
როგორიც მსურდი, შენ არასდროს მოხვალ ისეთი, როგორიც მსურდა მყვარებოდი - აღარასოდეს, ვიღაც ღიმილით ჩემთან ახლოს მოვა მქისეთი, რომ ჩემში შენი არსებობა აღარ მახსოვდეს და ღრიალებდნენ შეიძლება ქარი და სეტყვა, მე ხომ მარტო ვარ, ვერც ისინი ვერ დამიცავენ, დავბრუნდებიო, გაღებული კარიდან გეთქვა, რომ გაიხურე- ვერაფრისაც ვეღარ ვიწამე. ო, ღმერთო ჩემო, რა რთულია ღამის გათევა, ზოგჯერ როდესაც ვულკანივით გიჩქეფს სისხლი და ერთხელ სამყარო უცნაურად გამინათდება და სიყვარული გამოჩნდება ისევ ნისლიდან. ხან ბევრი ფიქრიც უაზროა, თუ არ ღირს ერთი, დრო გავა როგორც ტყის ალი და ღელვა გავხდებით, შენ აღარასდროს დაბრუნდები ზუსტად ისეთი.. მაგრამ შენ მოხვალ.. და იგივე ვეღარ დაგხვდები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი