რჩეული ლექსები
∷∷∷ ✾✾✾ ქალაქის ბუღში მდგომი სხეულის დაღლილი სევდა სულით ხროტინებს და დასრულება მორიგ რვეულის ახალ დასაწყისს უქმნის მოტივებს.. უნდა გაიქცე და დადგე მთაზე, გორაკზე, სადმე, სადაც იყვირებ, რომ ღმერთის ყველა დაბარებაზე შენი სიჩუმე არ გაგიკვირდეს.. იდგე თავსხმაში, ცეკვავდე, ქმნიდე, ხატავდე ვისაც არ აქვს მუცელი, ხატავდე რასაც ვერ გაეკიდე, რასაც თითებით არ გაუძელი.. ცოდვიან მიწას ოცნების არ სწამს, მაგრამ ყვავილებს ხომ სწამთ ამოსვლის? და გამოგონილ წვიმაში ამ წამს არ მაქვს სხეული, არ მაქვს სამოსი.. მე კიდევ ვფიქრობ უჩემოდ გადის, ეს დროც, ჩემივე ფარსიც- ცხოვრების, მე არც მჯეროდა, ულევ ცოდვაში, წვიმის გარეშე გაცისკროვნების.. ❀❀❀ ჩვენ შეგვიძლია სახლში შევქმნათ ჩვენი ამინდი, დავკიდოთ ფარდა, შევქმნათ წვიმა, შუქი გავწიოთ, მოვყვეთ თვალებით სილამაზე სემირამიდის, ვნახოთ კედლებზე, როგორ ძერწავს მწუხრი ლამპიონს.. გზაზე მიმავალ მანქანების დაღლილ შუქებს კი დავუთმოთ ჩვენი მყუდროების ყველა კედელი და აღარასდროს არ იქნები განცდით სულერთი, არც ასე მშვიდი, ასე შორი, შემწყნარებელი.. ვუყუროთ ფილმებს თეთრ ზეწარზე- გულში სხვა დროა, ამ ჩვენს დროებით გონებაში გაქრეს გონება და გავუჩინოთ ერთმანეთის სულს ხილვადობა, დავრჩეთ ერთ სახლში, დავრჩეთ მე, შენ და ხელოვნება.. ∵∵❃∵∵ მაინც არავინ იმახსოვრებს რა სული გქონდა, როგორი განცდით მოდიოდი, რას სწამდი, კარგო, მაგრამ გწამდეს, რომ სულსავსეა ცა უმიზნოდაც, თუნდაც მიწაზე ცოდვილობით გადაიკარგოს. გასულერთდება ყველაფერი- ისე ცხადია და აცხადდება ყველა შიში თუ არ განუდექ და არსებობაც ახლა ისე მზის ფერდამდეა და ახლა შენს გზას ნაპირამდე უნდა გაუდგე.. უარყვეს ღმერთიც, სიყვარულიც, ყველა ნაყოფიც, უარყვეს სული, მოუწიათ ცხადად, დაშრობა, ტკბებიან ახლა მდარე ვნებით, ღმერთთან არყოფნით, ეს ისე დასანანია და საგანგაშოა.. მათ მიატოვეს ცა, მიწა და ალბათ ბავშვობაც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
მეორე ლექსი კარგია, პირველი და მესამე გაუგებარია