ამ სამყაროში დაკარგული სულები


ჩვენ, ვარსკვლავებად
ამ ცაზე ვჩნდებით,
წევს ცის საცერზე 
წვიმა სულისთვის,
ჩვენ, სიცოცხლეში 
ათასჯერ ვკვდებით,
როცა, არც ერთხელ, 
სიყვარულისთვის.
ერთგულება კი 
დღეს არის ნიჭი,
რომელიც ზოგში 
ხმასავით ჩაწყდა
და ფოთოლცვენა
ხესავით გვიჭირს,
რომ გზას ეს ტანი
არსაით გასცდა.
მიდის და მოდის
ათასი ტანი, 
ათასი სახე, 
ათასი სული,
მე ვიმახსოვრებ 
რაც დავინახე,
ჩემი გულია- 
ცა, დანისლული.
რამდენ სიმღერად 
არ დავიკვრებით,
დაშლილს, 
სულმნათი გზა
სახლს სულ ისმენს
და ჩვენ 
ხანდახან 
ზამთარში ვკვდებით 
როცა 
ვსუნთქავდით 
გაზაფხულისთვის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი