შენს ტკივილს სხვა ვერ გაიგებს
ჩემი სული ამ ქალაქში ლურჯი ზეცის ფერია, ცა- ღრუბლების ეპითეტი, გამოაკლდა ალისფერს, შენს ტკივილს სხვა ვერ გაიგებს, უფრო ვერ გიშველიან, ტუჩის კუთხეს, მზის, ეს წვიმა, კოცნას როდის აღირსებს.. სიყვარული გაცრილია, ფერგაცლილი ბათქაშად, დრო- ზღაპრების მოწყალების მთხოვნელია, ვიცი, მე, ტბა, რომელშიც მშრალი ვდგავარ, ზღაპარ იყო, არ დაშრა, თმას ვიწურავ და ამ თმიდან ჩემს თბილ ცრემლებს ვიცილებ. ვერ იპოვი ადამიანს, თუ იპოვი გიკვირდეს, ხასიათი გამყიდველად დგას და შავად ლიცლიცებს, ამ ქალაქში, ალბათ უკვე გაგცვალეს, ან გიყიდეს.. ან დგახარ და არც კი იცი, შენს სულს- დარდს თუ ვის მისცემ. ჩემი სული ამ ქალაქში ვერ ეტევა, მთა უნდა, ათას მზერას ურჩევნია ზღვასთან მარტო ჯდომაც და ამ ვენებში სიყვარული სისხლად თუ კი დაბრუნდა, ამ ვენებში სიყვარული სისხლად თუ კი მოვარდა.. მოვალ და....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი