სამშობლოს სიყვარული


ბებიკოს ვკითხე: - ჩემს გულში
როგორ ეტევით ნეტა,
მამიკო, ბაბუ, შენა და
ჩემი ლამაზი დედა,

ქეთი, მანანა, პაატა,
ნანული, სოფო, გელა,
პატარა ლელაც რომ გაჩნდა,
გულში ჩავისვი ხელად.

მასწავლებლებიც, ბებიკო,
განა ერთი და ორი,
ჩემი კლასელი ბავშვებიც,
ყველა გულში მყავს, მგონი.

ზღვაც გულით დამაქვს, ლურჯი ცაც,
მზეც, ჩახჩახა და თბილი,
გულით ვატარებ, ბებიკო,
ჩვენს სოფელსა და თბილისს,

ბები, მითხარი, გჯერა თუ
არ გჯერა ჩემგან თქმული,
მეჩვენება თუ ქვეყანას
მართლა ვარატებ გულით?

ბებიკომ გულში ჩამიკრა,
მთელი სულით და გულით,
მითხრა: - ეგ არის, რაც არის,
სამშობლოს სიყვარული.	

წყარო: kids.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი