აუ, რა თოვლი მოვიდა
აუ, რა თოვლი მოვიდა შორიდან, ცის სიშორიდან, დიდგორიდან თუ გორიდან, ყაზბეგიდან თუ შოვიდან. ჯავახეთიდან, თორიდან, თეთნულდიდან თუ უშბიდან, აქამდე რად არ მოვიდა, აქამდე რაღა უშლიდა. საიდან მოდის ამ ღამით, მყივარწვერიდან თუ ციდან, გვახარა წელი ახალი, თურმე ახალ წელს უცდიდა. ფიფქების ცეკვა მაოცებს, მეც ცეკვა-ლხენა მომინდა, ღმერთო ქვეყანა დალოცე, ახალი წელი მოვიდა! ნაზი თარგამაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი