ლომი, ვირი და მელი (საყმაწვილო)


ნინო დარბაისელი

 ლომი, ვირი და მელი
 
ერთხელ ერთად სანადიროდ
ლომი, ვირი, კიდევ მელი
გაეშურნენ და  ნადავლად
მოიპოვეს უშობელი.
 
ლომმა ვირი დაასაქმა,
შენ გაყავი ნადავლიო,
ვირმა ზუსტად სამად გაჰყო,
თქვა, საზომი რად ავრიო.  
 
ლომმა უთხრა:- რად ხარ ვირი,  
გამეტებით რადა ჰყვირი,
სამ ტოლ ნაწილს ვის უყოფდი,
გიშველიდა რა აღვირი,
 
გამეტებით ვირს დაეცა,
ვინ შესძლებდა,  რომ დაეცვა.
მხსნელი იყო  იქ რომელი?
გულგამსკდარი იყო მელი.
 
- აღარ მშია!- ბრძანა ლომმა,
მწყურვალ გულზე რა დავლიო?”
იხმო მელი, ახლა ორად
შენ გაყავი ნადავლიო.
 
მელმა ჭკუა მოიხმარა,
ლომს არგუნა ყველაფერი,
თვითონ ლუკმა შეირგუნა,
ქვეშევრდომის შესაფერი.
 
- ვინ გასწავლა ასე ზუსტად
გაყოფაო,- ჰკითხა  ლომმა.
 - მკვდარმა ვირმა მიმახვედრა
და სიცოცხლე მომანდომა.
 
მორალი:
 
1.ლუკმა  ხახაში გაკვეტილია?!
- ახლობლის ჭირი - გაკვეთილია!
 
2. როცა ლომი გყავს უფროსი,
შეუწყე ფიქრი  და ყოფა.
გინდა გადარჩე? ისწავლე
ნადავლის “სწორად” გაყოფა!
 
3. არ გამოგივა ვირობა.
როცა უფროსი - ლომია,
მელობა გიჯობს, თუ ატყობ,
რომ ლომი გასაძღომია.
 
4. როცა სხვათა ნადავლი ხარ,
ნაშობი თუ უშობელი,
რა აზრი აქვს, ვინ შეგსანსლავს,
ლომი? ვირი?   ანდა მელი?
 
5. ლომო, ლუკმას გასაყოფად თუ მიუგდებ ქვეშევრდომებს,
ვირი   - თავსაც გაგიტოლებს, ბრაზით შეჭმას მოგანდომებს.
მელი  ვირის ბედს რომ ნახავს,
არ დაიწყებს  გამოხტომებს!
 
6. როცა თავში ხარ, აჯობებ,
ბრიყვებს, ფლიდებსა და ავებს.
ვირი  - თავს შეგაჭმევინებს,
მელი - გამძღარზე გაამებს!
 
7. რაიმე დამატებითის,
 მელიავ, გიჯობს შინ დება.
ხერხი - ყოველდღე ვერ გაჭრის,
ლომს კი ყოველდღე შივდება.
 
8.სიცოცხლეს მოებღაუჭო,
ბევრიც რომ მოსდო ქანჩები,
ლომი ხარ, ვირი თუ მელი,
მხოლოდ იგავში დარჩები.
 
9. უყურე აწმყოს, მომავალს,
ან წარსულს უკვე გადავლილს,
ბოლო ერთია ყველასი,
მონადირის და ნადავლის….
 
დანარჩენი - თქვენ მოიფიქრეთ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი