მგლობა-ლომობისა (იგავა არაკი)


#ლექსები
ნინო დარბაისელი

მგლობა- ლომობისა

(იგავ- არაკი)

მგლის ბოკვერი საყვედურით ეუბნება დედა მგელს:
- ლომად გეშვი, ანდა ვეფხვად, ამ ფიქრებმა დამდაგეს.
ხროვად გვიწევს ტყეში ყოფა, სხვა მხეცების გარეშე,
ჩვენს გემოზე ამ ჯუნგლებში ვერსად გავითარეშეთ.

- გიხაროდეს, ძაღლი არ ხარ, ჯაჭვით ყელგახეხილი,
სხვისი ლუკმის მაცქერალი და სახელგატეხილი.

დე, შორიდან გეკრძალვოდნენ  ბრიყვი ყურპანტურები, 
ნადირობდე და შენს ხროვას, დე, მოსდევდნენ ტურები, 

შენს ნასუფრალს დაეძებდნენ, მგლისავ ფერო და ცალო,
მგელი ხარ და მგლობა შენი  - არაფერზე გაცვალო!

ცირკში  მგელი ვის გამოჰყავს? სურვილია მძიმე და
არც ვეფხვი ხარ და არც ლომი, გაგწვრთნან ლუკმის იმედად.

ხორცის ნაგლეჯს, შაქრის ნატეხს გახარბებდეს ჩათლახი,
თუ სხვის ნებას არ დაჰყვები, გადაგაწნან მათრახი.

მორალი:
1. 
 ის გერჩიოს მარტო იყო, მოძრაობდე თვით, ნებით. 
 ვიდრე გმართონ გასართობად,  ვინ  მუქარით,  ვინ- თნებით.
ლომიც  გერქვას, სხვის მათრახზე თუკი კარგად იწვრთნები.

დანარჩენი - თქვენ მოამატეთ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი