მფრინავი ბებო


ნინო დარბაისელი

მფრინავი ბებო
(მანანა კენჭიაშვილს)

-ადამიანი როცა მოკვდება,
სად მიდის ნეტა, არ იცი, ბებო?
ცაში მიდისო! - პასუხობს ბებო,
ამ წიგნს უსმინე, რომ მაკითხებო!
 - ახალი კაბაც და ფრთებიც კიდევ..
სად გაფრინდები მარტო, უფრთებო,
გთხოვ, რომ მოკვდები, შორს არ წახვიდე,
ბებო, ეზოში ხომ იფრინებო?…

რა გრამატიკა! იცინის ბებო.
პასუხობს: - ვნახოთ, მივიფიქრებო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი