გოჭი და მკითხავი
ნინო დარბაისელი გოჭი და მკითხავი (იგავ- არაკი) ვინ - ვის უქონა თავი, ვინ ვის უგორა კოჭი, აღარ ინაღვლებს არვინ, მკითხავთან მიდის გოჭი. ამბობს მკითხავი:- ვხედავ, გაზაფხულია გარეთ, გაფოთლილია ხე და, გოჭებმაც გაიხარეთ. ვხედავ ზაფხულსაც, ცხელა, ჩრდილში გიფარებს მუხა, ხარ უკვე ბატკნისსხელა, რკოც თავს გაყრია უხვად. შემოდგომაზეც ჩანხარ გატკბობს ნაყარი ხილი, გეფერებიან რახან, ხარობ კუდაპრეხილი. ფოთლები სცვივათ ხეებს. ლაღი ჭყვიტინით ხვდები შობა-ახალწლის დღეებს. ამას კი ვეღარ ვხვდები: აი, სუფრაა. შუა. ლხინია. თავშეყრაა! ესეც იღბალი თუა, პირში ბოლოკი - რაა?…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი