ფისო, ფისო. ფისუნია


ნინო დარბაისელი

ფისო ფისო ფისუნია 


***
ფისო ფისო, ფისუნია,
რა გაკნავლებს ნაგვემს?
ლომობა გსურს?!
ცუდი რაა,
გააჩნია საკვებს,
კიდევ  - ლომი ფრთხილად ირჩევს
მუდამ  ამხანაგებს,
სხვას არასდროს ემართლება,
თუ წასაგებს - აგებს.
შენიანი ვინც არაა,
რად უწოდებ ნაგვებს?
დიდ ცხოველზე ინადირე,
და შეეშვი თაგვებს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი