პოსომი


ნინო დარბაისელი

პოსომი
(იგავ- არაკი)

მოძღვრავს პოსომიკოებს თურმე დედა-პოსომი:
-მღრღნელებს გვემტერებიან,
უნდათ, დაიწყოს ომი.
ჩვენ რას გვემართლებიან, ომის არ ვართ მომნდომი,
ჩვენ გადაყრილს დავეძებთ, პურია თუ კონდომი.

ჩვენი ყოფა თალხია, ჩვენი ყოფა რუხია,
ყველა ჩვენი მტერია, ძაღლია თუ კრუხია.
ეზოს თავში, ბოლოში დიდი რახარუხია,
არის ყეფა-გნიასი, ერთი ბრახაბრუხია.

გინდა იყოს სალოსი, ანდა იყოს სოროსი,
მიზეზს უცებ მივაგნებთ, ტრაკზე საამბოროსი,
სორო გვიჯობს, რად გვინდა ვენეცია- პოროსი,
მთავარია, შევიძლოთ ამოვსება სოროსი!

არ გაბედოს არავინ ჩემი გაღადავება!
ვიცი ავან-ჩავანი, მე ვინ შემედავება!
ვენაცვალე ჩემს სოროს, მე შიგ უნდა დავება!
ამ სოროში მომელის დიდება, უკვდავება!

“ცხოველების დაცვიდან” ოფიცერი ამ დილას
მოვიდა და პოსომნი გააწყობდნენ რამდი რას!
არ ითხოვენ მომრევნი ძალას რასმე, რამ გირას,
მიუჩენენ საცხოვრისს, მათნაირთა ადგილას.

იტყვით, ალბათ, “როგორი მკაცრი განაჩენია”,
მაგრამ უნდა გავუძლოთ, სხვა რაღა დაგვრჩენია!
რაღაც, ბევრი მოგროვდა ადგილმისაჩენია.
ძველებს უთქვამთ ,, ერთი დრო - არავის შარჩენია!”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი