სახალისო ბოტანიკა


ნინო დარბაისელი

სახალისო ბოტანიკა

ჩვენს ბაღჩაში გაჯიუტდა, ანუ გაიბოტა ნიკა:
- მე რა ვქნაო, წაიკითხეთ, გვასწავლისო ბოტანიკა:
თუ არ იცით, ცოდნა თქვენი არის მართლა ნაკლოვანი.
არა მხოლოდ თვითონ ვარდი ან ასკილი ეკლოვანი,
ატამი და ვაშლი, მსხალი,
ბალი, კიდევ ალუბალი,
არ გამომრჩეს აქ ტყემალი,
მარწყვი, ყველა კენკროვანი,
მოუკრეფად -  უქმად ცდება,
საკრეფად კი - გეცოდება,
მოკრიფავ და უმაცივროდ არ უხდება დიდხანს დება.

ერთად დიდი ოჯახია,  ვარდისებრთა ეწოდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი