ნიას ფერიული სონეტი
#ლექსები
მამიდას რომ ძმიშვილი უყვარდეს, რა გასაკვირია, არა? სადაც არ უნდა ვიყო,
ნიას ხსენებაზე გულის კარი მეღება.
მილიონი ლექსი მაქვს მასზე. ვწერდი და ვწერდი ყველაფერზე, რაღაცეებს კიდეც ვუხატავდი - ხან ვაგროვებდი, ხან - ვერ. ახლა იმხელაა, ქართლის დედასავით დამყურებს თავზე❤️❤️❤️🌹
ჰო და ერთიც, - ლექსში მისი ბავშვობისდროინდელი სიტყვები და ფრაზები მაქვს გამოყენებული
ნინო დარბაისელი
ნიას ფერიული სონეტი
(როცა იგი პატარა იყო)
მე პატარა ფერია ვარ,
სოკოს ძირში მიდევს ბინა.
როგორ მინდა, ნატვრამრავალს
ბალახივით მაბიბინა,
ან ნამივით მაგორავა,
ან მთვარეზე მაქანავა!
არვინ მკითხავს, როგორა ვარ,
გეგონება, მანქანა ვარ.
მინდა ცეკვა ნაწვიმარში,
ნეტა ვინმემ შემიყვაროს!
მწყობრისაკენ მიხმობს მარში,
მოვივლიდი მთელ სამყაროს
მიცქერთ გამორიყულები. …
როგორ გამოვიყურები?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი