ემისრული


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ემისრული*

ემისარმა 
ემისარზე
ემისრულად
იემისრა,
ათში ცხრა თუ 
მტრის კაცია,
გამოუვა ასე ვის რა?

გულს დამასე  - შენი სარი,
მეც  დაგასე -  შენ ისარი,
შენ გგონია -  შენის არი,
მე მგონია - ჩემის არი,
არც შენ იცი, არც მე ვიცი,
ტყუილია ფიცი- მტკიცი,
რომ არ არის არავისი!
მტრის სურვილიც ხომ ეს არი,
შევასრულეთ იგი სრულად:
ემისრებმა ემისარი
გავიმეტეთ  ემისრულად.
ემისარი - ემისარზე:
“ემისრულად შემისრულა!”

ვა, სამშობლოვ, გულით მინდა, 
საცოდაო, გითხრა ის, რო
საქართველო იყავი და
გახდი  სრული  საემისრო!

- - - - - 
*ემისარი (E. emissary L. emissarius)
სახელმწიფოს ან პოლიტიკური ორგანიზაციის არაოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც სხვა ქვეყანაშია გაგზავნილი სხვადასხვა, როგორც წესი, საიდუმლო დავალებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
დავით ანასტასიადისანასთეიშენ1 კვირის წინ

კარგი ლქსია

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი