ნაომი შიაბი - ველოსიპედისტი (a rider)


თანამედროვე ამერიკული პოეზიიდან
Here is my Georgian translation

ნაომი შიაბი

ველოსიპედისტი

იმ ბიჭმა მითხრა,
თუ  თავისი “როლიკებით” გაქროლდებოდა,
სიმარტოვე ვერასოდეს დაეწეოდა.
მე არ მსმენია უკეთესი სხვა რამ მიზეზი,
ჩემპიონობის მისაღწევად.
ველოსიპედის პედლებს ვაწვები 
ქინგ ვილიამსის ქუჩაზე და თან ასე ვფიქრობ:
რა იქნებოდა, ეს ყველაფერი ველოსიპედის ენაზე რომ გადამეთარგმნა!
არის!  გაქროლდე,
გულამოვარდნით
უკან მოგდევდეს მარტოობა ქუჩის კუთხიდან,
შენ შესრიალდე ლაღად  ღრუბლებში უეცარი აზალიის    ბუჩქნარებისა,
ვარდისფერი ყვავილოვანი გვირგვინებისა,
სიმარტოვეზე არასდროს რომ არ იდარდებენ,
ეს სულერთია, რაც უნდა ნელა ცვიოდნენ. 

(თარგმანი ინგლისურიდან ნინო დარბაისელისა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი