სერგეი ესენინი - ლურჯი ნისლი
#თარგმანები მთარგმნელისაგან: მეგობარმა ვიდეო გამომიგზავნა და გამახსენდა, რომ სადღაც მქონდა ნათარგმნებში. ესენინის ამ ლექსზე დაყრდნობით არის თანამედროვე ავტორთა მიერ - შექმნილი ძალზე პოპულარული საესტრადო სიმღერა სერგეი ესენინი ლურჯი ნისლი *** ლურჯი ნისლი, სივრცე თოვლიანი, მთვარის შუქის ლიმონისფრად წვეთა. გულს აამებს მშვიდ ტკივილიანი მოგონება იმ გარდასულ წელთა. პარმაღს თოვლი ჩამთრევ ქვიშად ადევს, ამგვარ ღამით უბრად გავიჭერი, კატის ქუდი რომ ჩამოვიფხატე, მივატოვე მამაჩემის ჭერი.. დავუბრუნდი მე მშობლიურ მხარეს ვის ვახსოვარ? ვინ - ვერც მომიგონებს? ლტოლვილი ვარ, სევდით მოვხარე, მე ამ ქოხის ძველი მეპატრონე. უბრად ვჭმუჭნი მე ქუდს ახალს ასე, ვერ ვეგუე სიასამურს მოვლილს. გახსენებამ პაპა-ბებიასი, მათ საფლავთა მომაგონა თოვლი. მშვიდი არის ყველა, ყველა წავალთ, ამა ქვეყნად გამრჯეც, გაურჯელიც. მე ამიტომ ხალხს ვესწრაფვი მრავალს, მიყვარს ხალხი. უწევს ყველას ჯერი. აი. ცრემლი რად მომაწვა ახლა, და მოღიმარს რად ჩამიქრა სული. მე პარმაღთან ქოფაკიან ამ სახლს თითქოს ვეღარ ვნახავ ჩამოსული. 24 სექტემბერი 1925 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) С. Есенин *** Синий туман. Снеговое раздолье, Тонкий лимонный лунный свет. Сердцу приятно с тихою болью Что-нибудь вспомнить из ранних лет. Снег у крыльца, как песок зыбучий. Вот при такой же луне без слов, Шапку из кошки на лоб нахлобучив, Тайно покинул я отчий кров. Снова вернулся я в край родимый. Кто меня помнит? Кто позабыл? Грустно стою я, как странник гонимый, Старый хозяин своей избы. Молча я комкаю новую шапку, Не по душе мне соболий мех. Вспомнил я дедушку, вспомнил я бабку, Вспомнил кладбищенский рыхлый снег. Все успокоились, все там будем, Как в этой жизни радей не радей,— Вот почему так тянусь я к людям, Вот почему так люблю людей. Вот отчего я чуть-чуть не заплакал И, улыбаясь, душой погас,— Эту избу на крыльце с собакой Словно я вижу в последний раз. 24 сентября 1925
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი