ემილი დიკინსონი - ტვინი (632)


#თარგმანები

მთარგმნელისაგან

 ეს ლექსი არ არის ჩემი რჩეული, მაგრამ რატომღაც ძალზე პოპულარულია სამეცნიერო გამოკვლევებში. მთელი თეორიებია მასზე დაყრდნობით შექმნილი.
  ვვარაუდობ, მიზეზი უთუოდ ის უნდა იყოს, რომ  დაწერის დრო- მეცხრამეტე საუკუნეა და ადამიანის ტვინის შესწავლა, ათასგვარი  ნეორო- დარგები ჯერ  მხოლოდ ჩნდებიან და ფეხს იდგამენ.
   ჩემთვის იგი მაინც პრეპოემის დონეზე  რჩება, აი,  ჯიბით ნატარები ფანქრით პატარა ფურცელზე უცებ რომ ჩაიწერა ემილიმ და უკეთესი სამუშაო დროის  იმედად,  სხვა ჩანაწერებს მიამატა.
    ამის გათვალისწინებით ვაძლევ თავს  იმის უფლებას, რომ ვთქვა, სამწუხაროდ,  თქმა ძნელია, საბოლოოდ, რა სახეს მისცემდა ამ ლექსს.
  ეს კი უნდა  აუცილებლად აღინიშნოს, რომ ამ პოეტურ ტექსტში  შინაგანი კომპოზიცია უკვე  გამოსჭვივის. ცა-ზღვა- ღმერთი. ფინალში:  ჯერ ტოლობა და ამას მოდევნებული  ანტითესისი:  ღმერთი - ადამიანის ტვინი - როგორც მარცვალი, ღმერთის ხმასთან შედარებით.

 
ემილი დიკინსონი

632

ტვინი  ზეცაზე ფართოა, 
ერთმანეთს რომ შეადარო,
ტვინი - ზეცასაც დაიტევს,
 არაფერია სადავო.

ტვინი ზღვაზედაც ღრმა არის,
ლურჯთა მსგავსებას რა დათვლის,
ერთი - მეორეს ისრუტავს, 
როგორც ღრუბელი,  - ან სათლი.

ტვინი - მისხლობით ღმერთს უდრის,
ღმერთის წონა აქვს  ამ საგანს
და განსხვავდება, თუ სხვაობს,
როგორც მარცვალი -  ხმისაგან.

(თარგმანი  ნინო დარბაისელისა)


Emily Dickinson

632

The Brain — is wider than the Sky —
For — put them side by side —
The one the other will contain
With ease — and You — beside —

The Brain is deeper than the sea —
For — hold them — Blue to Blue —
The one the other will absorb —
As Sponges — Buckets — do —

The Brain is just the weight of God —
For — Heft them — Pound for Pound —
And they will differ — if they do —
As Syllable from Sound —

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი