ს. ესენინი - შავი კაცი


მთარგმნელისაგან

ახლა ვისაც როგორ შეგიძლიათ, მაქეთ და მადიდეთ. მოვკვდი, გამოვჩერჩეტდი ამის თარგმნაში


#თარგმანები

სერგეი ესენინი

შავი კაცი

მეგობარო, 
მეგობარო, 
ავადა ვარ ძლიერ.
რაღაც სენი შემეყარა, ძნელად მოსაყოლი.
თითქოს ქარი უბერავდეს  ველებს უკაცრიელს.
ან სექტემბრის შვავად ქროდეს
ტვინში ალკოჰოლი.

თავს   ყურები  მიპარტყუნებს,
როგორც ფრინველს ფრთები.
და კისრიდან  ფეხთა  ქნევამ
გამაცალა ძალა. 
შავი კაცი, 
შავზე  შავი, 
დანახვაზეც ვკრთები.
მთელი ღამით საწოლს მიზის, ძილიც არ მაცალა.

შავი კაცი
წიგნს საზიზღარს თვლემამორეული
თითს აყოლებს, თითქოს ბერი  ეჯდეს  მიცვალებულს
და მიკითხავს ამბავს  ვიღაც გზაკვალარეულის, 
მოწყენილს და  შიშისაგან სულით ისეც  ვნებულს.

შავი კაცმა,
შავის შავმა, 
დამიგდეო  ყური.
გეგმებია კარგი, აზრიც აქვს  გამოსატანი:  
ქვეყნად, ის  რომ ცხოვრობდაო, 
ბევრი  უსახური, 
ფუქსავატი, 
ბევრზე ბევრიც იყო შარლატანი.

დეკემბრობით -   იქ  თოვს სუფთად, 
ეშმაკია თუ რა! 
ქარბუქები  არეს ქარგავს, 
გაიკვირვო არკი.
იმ კაცს მუდამ იზიდავდა
რამე ავანტიურა, 
თუმცა იყო რჩეული და
უმაღლესი მარკის.

დახვეწილი იყო დიდად
და პოეტი თანაც, 
დიდი არა,  მაგრამ ჰქონდა 
გადამდები ძალა.
და ასაკით  ორმოცზე მეტს
ერთ ქალს,  მრავლისთანას
“ცუდ გოგონას” უწოდებდა, 
მიიჩნევდა ცალად.

არის ბედნიერებაო - ის ამბობდა ასე - 
სხარტი გონი და ხელები, 
არაფერი მეტი!
ყველა  მოუქნელი სული
 არის მარცხით სავსე.
რა ვქნათ, ზოგჯერ ჭირს დაგვმართებს ცრუ  და ყალბი ჟესტი.

მეხთატეხის დროს ან ნისლში, 
ყოფისთვის საჭიროს,
განმცდელს მძიმე  დანაკარგის
დარდი  გკლავს და ვნება?
მოღიმარად და უბრალოდ
თავი დაიჭირო - 
ეს ამქვეყნად  უმაღლესი არის ხელოვნება.

შავო კაცო, 
როგორ ბედავ, აქ რომ მიმიხვედი. 
თითქოს გაგაქვს ცხოვრებაში
 თავი მყვინთავობით?
სკანდალური პოეტისა
არ მაღელვებს ბედი.
გთხოვ,  სხვა ვინმე შეაქციე
შენი ნაამბობით.

 შავი კაცი
 იჭვნეული მაკვირდება უნდოდ
და თვალებზე ეფარება ლურჯი გულნაზიდი.
თითქოს ამბობს, თვალთმაქცოო,
მატყუარავ, ქურდო, 
რა ურცხვად  და რა უტიფრად
დაგაქვს  განაზიდი.

მეგობარო, 
მეგობარო, 
ავადა ვარ ძლიერ.
რაღაც სენი შემეყარა, ძნელად მოსაყოლი.
თითქოს ქარი უბერავდეს  ველებს უკაცრიელს.
ან სექტემბრის შვავად ქროდეს
ტვინში ალკოჰოლი.

ყინვიანი ღამე არის.
ჩანს  გზაგასაყარი
და მთელ ველზე მოფენილად  თითქოს კირი ყრია.
ფანჯარასთან მარტო მდგარი
არც მეგობარს ველი.
ბაღში ხეებს  მხედრებივით
თავი მოუყრიათ.

სადღაც ტირის 
ამ ღამეში  ჩიტი უავესი,
ხის მხედრები ხმებს ფანტავენ,   ფლოქვის ცემა ისმის.  
აი ისევ,  შავი კაცი, 
 ჯდება სავარძელში, 
ცილინდრს ასწევს,
უდარდელად სერთუკს გადაიხსნის.

“მომისმინე, მომისმინე!”
ამბობს მოხრიალე
და თანდათან ახლო მოაქვს ჩემს სახესთან სახე.
გაიძვერაც  ბევრი შემხვდა, რა არ  მოვიარე, 
უმიზეზოდ
უძილობა  სჭირდეს,   ვერვინ  ვნახე!

აჰ, დავუშვათ, შემეშალა,
აგერაა,  მთვარე!
სხვა რა უნდა
ნატვრით ნაკვებ ამ ერთ   სამყარიკოს?
ისევ ,,იმის” ბაყვებს ელი,  ჩუმად  თუ დაბრუნდა, 
რომ ეგ  მკვდარი პოეზია მასთან  ალირიკო?

აჰ, მე მიყვარს პოეტები, 
ხალხი  გულითადი.
მათთან  ვნახავ  ისტორიას,
გულის საახლოვოს.
გრძელთმიანი  გონჯი იგი,
მუწუკასთან დადის.
ლექსს უკითხავს სამყაროზე, 
უნდა,   სექსი სთხოვოს. 

-აღარ ვიცი, 
ან  ხსოვნიდან  როგორ გადამვარდა. 
კალუგაში, 
რიაზანში, 
ალბათ მე  მეშლება!
ერთ სოფელში  გლეხურ ოჯახს
ერთი ბიჭი ჰყავდა, 
თმაყვითელი იყო იგი
ბიჭი ლურჯთვალება.

დიდი ბიჭი გაიზარდა
და პოეტი თანაც, 
დიდი არა,  მაგრამ ჰქონდა 
გადამდები ძალა.
და ასაკით  ორმოცზე მეტს
ერთ ქალს,  მრავლისთანას
“ცუდ გოგონას” უწოდებდა, 
მიიჩნევდა ცალად.

“შავო კაცო,
ცუდზე-ცუდი სტუმარი ხარ -  ვუთხარ
ეს სახელი
 რახანია,   შორსაც გაგივარდა”.
მე გავცოფდი, 
რომ იცოდე,  მართლა როგორ მძულხარ,
აი ტროსტიც, 
შიგ  ცხვირ-შუბლში   მივათხლიშე მარდად.

…მოკვდა მთვარე
ჩემს ფანჯარას მზის სხივები ახლავს
ო, შენ ღამევ,
შეგიქმნია რაღაც არეული!
არავინ მყავს ახლობელი, 
მარტო ვდგავარ ახლა…
ერთადერთი - წინ - სარკეა.   არის  დამსხვრეული.

1923 წელი
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

С. Есенин

Черный человек

Друг мой, друг мой,
Я очень и очень болен.
Сам не знаю, откуда взялась эта боль.
То ли ветер свистит
Над пустым и безлюдным полем,
То ль, как рощу в сентябрь,
Осыпает мозги алкоголь.
Голова моя машет ушами,
Как крыльями птица.
Ей на шее ноги
Маячить больше невмочь.
Черный человек,
Черный, черный,
Черный человек
На кровать ко мне садится,
Черный человек
Спать не дает мне всю ночь.
Черный человек
Водит пальцем по мерзкой книге
И, гнусавя надо мной,
Как над усопшим монах,
Читает мне жизнь
Какого-то прохвоста и забулдыги,
Нагоняя на душу тоску и страх.
Черный человек
Черный, черный…
«Слушай, слушай, —
Бормочет он мне, —
В книге много прекраснейших
Мыслей и планов.
Этот человек
Проживал в стране
Самых отвратительных
Громил и шарлатанов.
В декабре в той стране
Снег до дьявола чист,
И метели заводят
Веселые прялки.
Был человек тот авантюрист,
Но самой высокой
И лучшей марки.
Был он изящен,
К тому ж поэт,
Хоть с небольшой,
Но ухватистой силою,
И какую-то женщину,
Сорока с лишним лет,
Называл скверной девочкой
И своею милою».
«Счастье, — говорил он, —
Есть ловкость ума и рук.
Все неловкие души
За несчастных всегда известны.
Это ничего,
Что много мук
Приносят изломанные
И лживые жесты.
В грозы, в бури,
В житейскую стынь,
При тяжелых утратах
И когда тебе грустно,
Казаться улыбчивым и простым —
Самое высшее в мире искусство».
«Черный человек!
Ты не смеешь этого!
Ты ведь не на службе
Живешь водолазовой.
Что мне до жизни
Скандального поэта.
Пожалуйста, другим
Читай и рассказывай».
Черный человек
Глядит на меня в упор.
И глаза покрываются
Голубой блевотой.
Словно хочет сказать мне,
Что я жулик и вор,
Так бесстыдно и нагло
Обокравший кого-то
Друг мой, друг мой,
Я очень и очень болен.
Сам не знаю, откуда взялась эта боль.
То ли ветер свистит
Над пустым и безлюдным полем,
То ль, как рощу в сентябрь,
Осыпает мозги алкоголь.
Ночь морозная…
Тих покой перекрестка.
Я один у окошка,
Ни гостя, ни друга не жду.
Вся равнина покрыта
Сыпучей и мягкой известкой,
И деревья, как всадники,
Съехались в нашем саду.
Где-то плачет
Ночная зловещая птица.
Деревянные всадники
Сеют копытливый стук.
Вот опять этот черный
На кресло мое садится,
Приподняв свой цилиндр
И откинув небрежно сюртук.
«Слушай, слушай! —
Хрипит он, смотря мне в лицо,
Сам все ближе
И ближе клонится. —
Я не видел, чтоб кто-нибудь
Из подлецов
Так ненужно и глупо
Страдал бессонницей.
Ах, положим, ошибся!
Ведь нынче луна.
Что же нужно еще
Напоенному дремой мирику?
Может, с толстыми ляжками
Тайно придет «она»,
И ты будешь читать
Свою дохлую томную лирику?
Ах, люблю я поэтов!
Забавный народ.
В них всегда нахожу я
Историю, сердцу знакомую,
Как прыщавой курсистке
Длинноволосый урод
Говорит о мирах,
Половой истекая истомою.
Не знаю, не помню,
В одном селе,
Может, в Калуге,
А может, в Рязани,
Жил мальчик
В простой крестьянской семье,
Желтоволосый,
С голубыми глазами…
И вот стал он взрослым,
К тому ж поэт,
Хоть с небольшой,
Но ухватистой силою,
И какую-то женщину,
Сорока с лишним лет,
Называл скверной девочкой
И своею милою».
«Черный человек!
Ты прескверный гость!
Это слава давно
Про тебя разносится».
Я взбешен, разъярен,
И летит моя трость
Прямо к морде его,
В переносицу…
…Месяц умер,
Синеет в окошко рассвет.
Ах ты, ночь!
Что ты, ночь, наковеркала?
Я в цилиндре стою.
Никого со мной нет.
Я один…
И — разбитое зеркало…

1923 г.

.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი