მარინა ცვეტაევა - ფიფქია
მარინა ცვეტაევა ფიფქია (ა. დ. ტოპოლსკის) წევს ფიფქია ბროლის კუბოს გარინდული, დასტირიან მას ჯუჯები მკვნესარები, შუბლზე ადგას კესანების ყვავილწნული, გულს დაჰყრია კესანები. შავი ყვავი - ზის მუხაზე დარდით კრული. წევს ფიფქია ბროლის კუბოს გარინდული. ტირის ჯუჯა ჩაჩიანი, სასაცილო, ამბობს “კარგი ვერ ვყოფილვართ მომვლელები”, მუჭში თეთრი ლენტის ჭმუჭნას როგორ ცდილობს, პაწაწინას ახლა რაღა ეშველება! შუათანა საყვირს უკრავს, შეძრა გული. წევს ფიფქია ბროლის კუბოს გარინდული. უფროსი კი საათობით კუბოს ადგას, დასცქერის და პირზე ღიმიც არ ედება, წევს ფიფქია და გვირგვინი თმაზე ადგას. არასოდეს გაცოცხლდება. შავი ყვავი - ზის მუხაზე დარდით კრული. წევს ფიფქია ბროლის კუბოს გარინდული. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Марина Цветаева Белоснежка (Александру Давидовичу Топольскому) Спит Белоснежка в хрустальном гробу. Карлики горько рыдают, малютки. Из незабудок веночек на лбу И на груди незабудки. Ворон — печальный сидит на дубу. Спит Белоснежка в хрустальном гробу. Плачется карлик в смешном колпаке, Плачется: «Плохо её берегли мы!» Белую ленту сжимает в руке Маленький карлик любимый. Средний — печальный играет в трубу. Спит Белоснежка в хрустальном гробу. Старший у гроба стоит на часах, Смотрит и ждёт, не мелькнёт ли усмешка. Спит Белоснежка с венком в волосах, Не оживёт Белоснежка! Ворон — печальный сидит на дубу. Спит Белоснежка в хрустальном гробу.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი