მარინა ცვეტაევა - მგელი


მთარგმნელისაგან: 
მარინა ცვეტაევას ეს ლექსი ჩავლილ სიყვარულზე ნიშნისმიგებით გვესაუბრება,  ჩანს,  რომ მას  რიგითი რომანი ასაკოვან, ჭაღარა კაცთან ჰქონია. რომელსაც აგრესიულობა არ აკლდა. თან მექალთანეც ჩანს.
თუმცა ინიციატორობას ამ ურთიერთობაში მარინა თავის  თავს მიაწერს.
   ვვარაუდობ, რომ ეს იყო უფრო ვიტალურ ძალადობაზე დამყარებული ურთიერთობა (ასე მაფიქრებინებს არა მხოლოდ მგლის-  მტაცებელცხოველურ არსებასთან კაცის მსგავსება, არამედ აქცენტები (ეშვი)
უფრო და უფრო, ფინალისაკენ, მარინა, რომელიც ლირიკული პერსონის იდენტურია, როგორც მისი ლექსების დიდ ნაწილში,  თან თამაშობს  უბრალო სოფლელ ქალს (ესენინს ბაძავს?)  თან საკუთარი იდიოლექტის ფარგლებშიც რჩება.  ლექსიკა - არქაულია, გამოყენებულია უამრავი ანდაზა და ხალხური ფრაზეოლოგია.

მარინა ცვეტაევა

მგელი

 იყო მოყვარეობა, გახდა  მოვალეობა.
ღმერთით, ძმა ხარ, მგელო, მიმავალი!
სულთმობრძავი გამხდარა ჩვენი  მოყვარეობა,
საჩუქარი კი არა ვარ,   ვალი!

გადაყლაპე  ვერსები  ვერსებს მიდევნებული. 
სამანს მერე სამანი რომ ქრება.
ბეწვზე ისევ  დაგისვი ხელი შენით ვნებული.
მოინატრე  უკვე მონატრება.  

არაფერში გამტყუნებ, ან რა შენი ბრალია.
ამ ყველაფრის ცოდვა მე მედება.
 იმთავითვე  უძღობი  გამოვდექი ძალიან
და მჩვევია ყველას გადაკვება.

მე ნაპერწკლის გულისთვის -  ტყეში უნდა  ვიარო, 
ღვთისგან მერგო - ვიცი -  ეს ყისმათი. 
ეჭვიანმა ქალუჭამ  წუხილი ვაღიარო, 
სადმე თუკი გაგიცივდა  თათი.

 შეგაჩერო წამსვლელი? - თითსაც არ  გავატოკებ.  
თითი ექვსი  - ვის აქვს,  წადი ტყეში!
გქონდეს შენი ჭაღარა და იარე მარტოკა, 
ღმერთი შენკენ,  ძმა ხარ ჩემი, ეშვი. 

მშვიდობის გზით იარე, ჭაღარაბეწვიანო, 
და ძილშიაც  ნუღარ მეჩვენები,
ახალ სულელ ქალს ნახავ,  რომ ის აეჭვიანო.
მგლურ ჭაღარას ის მიენდოს ვნებით.
 
ოქტომბერი 1920
( თარგმანი ნინო დარბაისელისა)

 
Марина Цветаева
Волк

Было дружбой, стало службой.
Бог с тобою, брат мой волк!
Подыхает наша дружба:
Я тебе не дар, а долг!
 
Заедай верстою вёрсту,
Отсылай версту к версте!
Перегладила по шёрстке,
Стосковался по тоске!
 
Не взвожу тебя в злодеи, –
Не твоя вина – мой грех:
Ненасытностью своею
Перекармливаю всех!
 
Чем на вас с кремнём-огнивом
В лес ходить – как Бог судил, –
К одному бабьё ревниво:
Чтобы лап не остудил.
 
Удержать – перстом не двину:
Перст – не шест, а лес велик.
Уноси свои седины,
Бог с тобою, брат мой клык!
 
Прощевай, седая шкура!
И во сне не вспомяну!
Новая найдётся дура –
Верить в волчью седину.
 
Октябрь 1920

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი