მიხაილ ლერმონტოვი - მზე


#თარგმანები

   მთარგმნელისაგან:

როგორი  ადვილი საცნობია  აქ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისის, “ნაპუშკინარი” რუსული პოეზია  - მძიმე ორნამეტიკისაგან განტვირთული, ერთ შედარებაზე აგებული მცირე, სადა, მღერადი ორსტროფედი, მახვილგონიერება; გალანტურობა, თან მსუბუქი და დახვეწილი ირონიაც რომ ახლავს.  
     ვისაც ნიკოლოზ ბარათაშვილის მოცულობით მცირე, მნიშვნელობით კი დიდი შემოქმედებიდან   ერთი მცირე, შედარებით გვიანდელი წყება მოგაგონდათ, ჩემი ფიქრით,   შორს არ უნდა იყოთ სიმართლისაგან.
     იმ ლექსებს ვგულისხმობ, სადაც ბარათაშვილი კლასიკური მემკვიდრეობის ბურუსისაგან მეტად და მეტად  ესწრაფვის განთავისუფლებას,  პოეტურ ენას რომ იმარტივებს და  ისადავებს,     უცხოურსა თუ  ქართულ ფოლკლორულ  ხმებს რომ სინჯავს…      
   მაგ. “მადლი შენს გამჩენს, ქალაო”  
ნახჭევანიდან 1845-ში  წერილით რომ  გაუგზავნა მაიკო ორბელიანს:  „აი ამ ქართულს ლექსს გიგზავნი მდაბიურულად დაწერილს, როგორღაც ფიქრში მამივიდა, - მე ვარ და ჩემი ნაბადი, იმის ხმაზედო“: 

 ***
მადლი შენს გამჩენს, ლამაზო, ქალო, შავთვალებიანო,
დღისით მზევ, ღამით -  მთოვარევ, წყნარო და ამოდ ხმიანო!
შენის ლოდინით ვსულდგმულვარ, თაყვანს ვსცემ შენსა სახელსა;
დედისერთა ვარ, ნუ მამკლავ, ნუ დამანანებ სოფელსა!

ღარიბი ვინმე მოვსულვარ, სოფლისა მუშა საწყალი,
ამხანაგადა - ნაბადი, ძმობილად - ბასრი ხანჯალი,
მე სხვა სიმდიდრე რად მინდა? მე შენი გულიც მეყოფის,
მის ფასი კიდე საუნჯე ცას ქვეშე განა იმყოფის?
 

   
მიხაილ ლერმონტოვი

მზე

რა წარმტაცია ზამთრის მზე, 
ლეგა ღრუბლებში მავალი, 
ამაოდ ცდილობს, თეთრ თოვლზე
დაატყოს  სხივი მრავალი.

ნორჩო ქალწულო,  ხარ ასე, 
გიცქერ, თვალს სხივი მადგება, 
მზერა, იმედით აღსავსე - 
სულს  შვებად  გამოადგება?

1832

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Михаил Лермонтов - СОЛНЦЕ

Как солнце зимнее прекрасно,
Когда, бродя меж серых туч,
На белые снега напрасно
Оно кидает слабый луч!..

Так точно, дева молодая,
Твой образ предо мной блестит,
Но взор твой, счастье обещая,
Мою ли душу оживит?

1832

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი