ენ დეტვეილერ ფიჩი - რა ღირს პატარა გოგო


ყურადღება!!!
ამიშური პოეზიის პირველი ნიმუში, თარგმნილი ქართულად

ენ დეტვეილერ ფიჩი

რა ღირს პატარა გოგო
- - - - 

რა ღირს პატარა გოგო? - ამაოდ
გამოკიდულა ჰაერში კითხვა.
მე რა ვუშველო, თუ  ქრისტიანნი, 
არ დაეძებენ,  რამდენჯერ  ითქვა!
 
თუ ძალადობის ამბავს გაიგებ,
მაგრამ გულგრილად გვერდით ჩაუვლი,
როგორ ვითმინო! დავარღვევ დუმილს,
რადგან ეს არის დანაშაული.

 ის ხომ ცდილობდა, უფროსებისთვის
 ეამბო, მაგრამ ვინ დაუჯერა
და  კაცი, მასზე რომ იძალადა,
ავის არ მქნელი ჰგონიათ ჯერაც.

ძალადობა კი არ შეწყვეტილა
 და გახდა მალე მთლად უარესი,
ვიდრე გოგონა არ მიხვდა ბოლოს,
რაა კარგი და რაა პერვერსი

და მაშინ სცადა, დაეცვა თავი,
 გადაელახა გაუსაძლისი.
 უფროსებს  სურდათ, ასე ერჩიათ,
არც შეემჩნიათ ტკივილი  მისი.

 მაგრამ ერთხელაც პოვა იესო,
ძნელ კითხვას აღარ მორიდებია, -
რას ფიქრობს ქრისტე, როს ძალადობას
თვალს უხუჭავენ და ჩუმდებიან?
 
-ვღირვარ  კი რამედ, მაინც რამდენად?-
ჩაეკრო გულში, მწარედ მტირალი.
უფალი ფრთხილად შეეხო სახეს 
და სიტყვა უთხრა გასაკვირალი:

“ხალხს როდი ვგავარ, ვინც გაგერიდა.
რად გაშინებდნენ თვით მოშიშენი!
მაგ სულის ღია ჭრილობებიდან
უმანკოება ამაღლდა შენი.

 მე არც  გამტყუნებ, არც შეგაშინებ
სირცხვილით, შენთან მოსაუბრალი.
შენ რა შეგეძლო? ვერ აღუდექი
 ბოროტს, რომელსაც მიუძღვის ბრალი!

 შვილო, ჩემს კალთას ანდე  სიმშვიდე,
შენთვის ვიბრძოლებ, მომანდე თავი,
გპირდები,  მოგგვრი კურნება-შვებას,
აღსრულდეს დროით, დე, სამართალი!”

 და მიპასუხე შენც, მეგობარო,
- რა ღირს ეს გოგო? გივიწყებ როდი.
გინდა , რომ იყო, ვით მაცხოვარი,
თუ გსურს, ამრავლო ქვეყნად ბოროტი?

(თარგმანი ინგლისურიდან ნინო დარბაისელისა)

— Ann Detweiler Peachey

***
How much is a little girl worth?

The question hangs in the air.

I cannot help but wonder

How Christians can’t more care –

 

About the stories of abuse

We hear many a time.

I cannot stay in silence,

For doing so is a crime.

 

She tried to tell adults

But no one did believe,

That the man she said had hurt her

Could such evilness conceive.

 

The evil kept on happening,

And each time it got worse.

Till she didn’t know the difference

Between good and perverse.

 

She did her best to protect herself,

Though her efforts were in vain.

Because no adults choose to see

And protect her from more pain.

 

But one day, she found Jesus.

It was hard to comprehend

What Jesus thinks about abuse

When abusers they did defend.

 

“How much am I worth?”

She sobbed into His shoulder.

He gently lifted her face to Him,

And this is what He told her:

“I am not like the people,

Who turned away their face

From the open wound in your soul –

Your innocence erased.”

 

“I do not blame or shame you,

It was not your fault.

There was nothing you could have done,

To stop the evil assault.”

 

“Rest here, my child, on My lap,

And let me fight for you.

I promise to bring healing,

And in my time, justice too.”

 

And so I ask, again, my friend:

How much is a little girl worth?

Will you be like my Jesus,

Or will more evil birth?

— Ann Detweiler Peachey

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი