რობერტ ფროსტი - ჩიტუნა
რობერტ ფროსტი ჩიტუნა მე ამ ჩიტუნასი გაფრენა ვინატრე, რომ არ ეჭიკჭიკა ჩემს სახლში მთელი დღე. კართან რომ მიფრინდა, ტაშიც შემოვკარი, ვიყავი მისი ხმით დაღლილი იმგვარი. ალბათ ნაწილობრივ, ბრალი იყო ჩემი, ის ხმამაღლა მღერის, როგორც დანარჩენი. უეჭველად არის არასწორი ნება, რამე სიმღერისა გსურდეს დადუმება. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Robert Frost - A Minor Bird I have wished a bird would fly away, And not sing by my house all day; Have clapped my hands at him from the door When it seemed as if I could bear no more. The fault must partly have been in me. The bird was not to blame for his key. And of course there must be something wrong In wanting to silence any song.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი